თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა მსოფლიო ოლიმპიადაზე მეორე ხარისხის დიპლომი და სერტიფიკატი მოიპოვეს

საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადა სტუდენტებს შორის აგვისტოში ჩატარდა. აღნიშნული ოლიმპიადა ყოველწლიურად იმართება და მასში სტუდენტური გუნდები მონაწილეობენ მთელი მსოფლიოდან  .

წელს 113 გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს.

შესარჩევი ტურის შედეგად, თავისუფალი უნივერსიტეტი კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის და ინჟინერიის სკოლის სტუდენტებმა – ირაკლი შალიბაშვილმა, ალექსანდრე ხოხიაშვილმა, ლუკა მაჭარაშვილმა და დავით ხვედელიძემ და ფიზიკის სკოლის სტუდენტებმა – გიორგი გოგაბერიშვილმა და კონსტანტინე გაგნიძემ წარადგინეს.

სტუდენტებმა მსოფლიო ოლიმპიადაზე მეორე ხარისხის დიპლომი და სერტიფიკატი მოიპოვეს.

გუნდს თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი არაბიძე ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები