10 ქართველი პროდიუსერი ქართულ კინოინდუსტრიას Platino Industria Forum-ზე წარადგენს

27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით მადრიდში Platino Industria forum-ი გაიმართება.

ღონისძიება ლათინო-ამერიკის კინოდაჯილდოების ცერემონია Platino Awards-ის პარალელურად მიმდინარეობს, სადაც ყოველწლიურად ათეულობით აღიარებული კინემატოგრაფისტი ჯილდოვდება სხვადასხვა ნომინაციაში.

ეროვნული კინოცენტრისა და ესპანური ორგანიზაცია „ეხედას” თანამშრომლობით, ფორუმზე 10 ქართველი პროდიუსერი გაემგზავრება. ესენი არიან:

  • გიორგი ოვაშვილი
  • ელენე მარგველაშვილი
  • ნატო სიხარულიძე
  • ვაკო კირკიტაძე
  • ლადო ჩიხრაძე
  • ლიკა მეზვრიშვილი
  • ანა ხაზარაძე
  • ნათია ნიკოლეიშვილი
  • თიკო ნადირაშვილი
  • თინა ბაბაკიშვილი

ფორუმის მონაწილეთა შერჩევა ესპანური მხარის მიერ აპლიკაციების მეშვეობით მოხდა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

„ფორუმის ფარგლებში კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით გაუზიარონ ერთმანეთს პროექტები, წარმოადგინონ მათი საპროდიუსერო კომპანიები, დაესწრონ B2B შეხვედრებსა და დაამყარონ ახალი კონტაქტები. მადრიდის შემდეგ, ესპანელი და ქართველი პროდიუსერების თანამშრომლობა თბილისში გაგრძელდება.

ღონისძიება მადრიდსა და თბილისში ხორციელდება ევროკავშირის პროგრამა EU4Business: Connecting Companies-ის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარება.“ – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები