მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონია
ტრიუმფით დასრულდა ევროპის ჭაბუკ ძალოსანთა შეჯიბრის გუშინდელი დღე. დებიუტანტმა, ხონელმა ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა შეუძლებელიც შეძლო და მიუხედავად იმისა, რომ იგი პირველად ასპარეზობდა კონტინენტის პირველობაზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა, სამივე დისციპლინაში წარმატებით იასპარეზა.
„იგი პირველი ქართველი გოგონა გახლავთ, ვინც კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლები დაისაკუთრა. ასევე პირველია მარიამ მურღვლიანი როგორც რეკორდსმენი, მის ანგარიშზე 9 რეკორდია!!! არ მოგესმათ… ვულოცავთ თემურ ჯანჯღავას ,გოგონათა ნაკრების უფროს მწვრთნელს, აკაკი კაკაბაძეს მის პირად მწვრთნელს და ასევე მის ოჯახს. ყველას გილოცავთ ქართული სპორტის ზეიმს.“- ნათქვამია საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის განცხადებაში.