საქართველოს პარალიმპიელთა დელეგაცია იაპონიაში გაემგზავრა
საქართველოს პარალიმპიელთა დელეგაცია იაპონიაში გაემგზავრა, სადაც 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის პერიოდში პარალიმპიური თამაშები –2020 გაიმართება.
ტოკიოს პარალიმპიადაზე საქართველო სპორტის ექვს სახეობაში 14 სპორტსმენით იასპარეზებს. ეს სახეობებია: ეტლით ფარიკაობა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი, პარაცურვა, პარასროლა, პარამძლეოსნობა.
პარალიმპიური თამაშების მედროშე პარამოფარიკავე, ირმა ხეცურიანი იქნება.
ოლიმპიადის დაწყებამდე ქართველი პარასპორტსმენები ტოკუშიმას პრეფექტურაში მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებას გაივლიან.