ქართველმა ემიგრანტმა საბერძნეთის ძალოსნობის ჩემპიონატში სამი ოქროს მედალი მოიპოვა

თესალონიკში გენერალური საკონსულოს ინფორმაციით,   ქ. თესალონიკში, საბერძნეთის ძალოსნობის ჩემპიონატში, ჭაბუკთა შორის, ქართული ემიგრაციის წარმომადგენელმა ვასიკო მინაძემ სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

ამ გამარჯვებით ვასიკო მინაძემ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების საგზურები მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში პოლონეთში გაიმართება, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები