ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსის წარმატება ისრაელში – ვაკო საათაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ ურთულეს კონკურსში გაიმარჯვა და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის წევრი გახდა. ის პირველი ქართველია, რომელსაც წილად ხვდა ბედნიერება, ამ პრესტიჟულ ორკესტრში დაუკრას.
ვაკომ თელ-ავივის უნივერსიტეტის კლემონტ ჰოლში, საბოლოო გამოცდაც წარმატებით ჩააბარა და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. როგორია თელ-ავივის უნივერსიტეტის ბუხმანის აკადემიის კურსდამთავრებული ქართველის ისტორია და გეგმები – ამაზე უფრო ვრცლად ვიდეობლოგში ის თავად საუბრობს.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"