Vogue UA-ს რიგით მე-5 კონფერენციაში სოფო ჭყონია მიიღებს მონაწილეობას

9 სექტემბერს კიევში უკრაინული ვოგის ორგანიზებით მოდის და ბიზნეს კონფერენცია იგეგმება.

Vogue UA-ს რიგით მე-5 და ყველაზე მასშტაბურ კონფერენციაში მთელი მსოფლიოდან მონაწილეობას მიიღებენ რედაქტორები, აღმასრულებელი ხელმძღვანელები, არტისტები, ფოტოგრაფები და ა.შ. მათ შორის იქნება თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის, Factory Tbilisi-ის, ქართული მოდის ფონდისა და კონკურს BENEXT-ის დამფუძნებელი და ორგანიზატორი სოფო ჭყონიაც. ინფორმაციას ამის შესახებ Fashionholicsonline.com ავრცელებს.

ღონისძიება ამერიკული ვოგის რედაქტორისა და Condé Nast-ის გლობალური კონტენტის ხელმძღვანელის, ანა ვინტურის, გამოსვლით გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები