განსხვავებული საფესტივალო სივრცე და აღიარებული არტისტები ზეკარში

23-24 ივლისს, იმერეთში, ზეკარში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ჰაერზე“ გაიმართება.

„ზეკარი – ეს არის საირმის მთებით გარშემორტყმული მწვანე ზონა, იქ სადაც თავისუფლება, სუფთა ჰაერი, მუსიკა და დასვენება ერთ მთლიანობას ქმნის“, – ნათქვამია ფესტივალის ანონსში.

ზეკარში 3 სცენა დაგხვდებათ – „ჰაერზე“ – მთავარი , „Zekari Factory“ – შიდა და Red Bull-ის სცენა.

ფესტივალზე, ასევე შესაძლებელია მსურველები დაკავდეთ იოგით, მშვილდით სროლით, მონაწილეობა მიიღოთ სპორტულ ღონისძიებებში და სხვ.

ფესტივალზე მოეწყობა დამატებითი სივრცეები – საკარვე ზონა, კვების ობიექტები, ბარები, გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალის სცენაზე გამოვლენ Boyd Schidt, Skyra Gio Jakeli, Michailo, Generali Minerali, Gabumia, L9, Jorjick, Yanamaste, Sumo, Zapa და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები