ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
ლაშა შავდათუაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელიც ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია.
ქართველმა სპორტსმენმა უნგრეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში შვედი ტომი მასიასი დაამარცხა.
სპორტსმენი 73 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.