რუსლან აუშევის პასუხი კითხვაზე, რატომ არ მონაწილეობდნენ ინგუშები აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ

ინგუშეთის პირველი პრეზიდენტის, რუსლან აუშევის, პასუხი სააგენტო ”რეგნუმის” კორესპონდენტის შეკითხვაზე

კორესპონდენტი: “ინგუშები, დაღესტნელებთან ერთად, ჩრდილოკავკასიელ ხალხთაგან ერთადერთნი არიან, ვინც არ მონაწილეობდა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ. რით იყო ეს გამოწვეული?
რუსლან აუშევი: “მხოლოდ ინგუშების შესახებ ვიტყვი, დაღესტნელთა სახელით მე ვერ ვისაუბრებ. საზოგადოდ, მიღებულია, რომ არ არის სწორი, მონაწილე იყო რამე ომებისა კავკასიაში. მით უმეტეს, როცა შენს მეზობელს შიდა პრობლემა აქვს. სხვის სახლში ჩარევა სწორი არ არის. იქ არიან ადამიანები, ვინც შეძლებენ, თვითონ გაერკვიონ საქმეში. ინგუშებს, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში ცხოვრობენ საქართველოს გვერდით, მთელი ისტორიის მანძილზე არასოდეს უკადრებიათ მთის ეთიკეტის დარღვევა. გარდა ამისა, ჩვენ, ინგუშები მადლიერნი ვართ ქართველებისა. როცა ჩვენ მოგვიწყვეს დეპორტაცია 1944 წელს, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორია გაუნაწილეს მეზობელ რესპუბლიკებს, მათ შორის საქართველოსაც. როდესაც ორმოცდაათიან წლებში ჩვენ დავიწყეთ დაბრუნება დეპორტაციიდან, ინგუშურ სოფლებში ჩასახლებულმა ქართველებმა თქვეს, რომ არ შეუძლიათ იცხოვრონ სხვის სახლებში და წავიდნენ [საქართველოში], თანაც დაბრუნებულ ინგუშურ ოჯახებს ყველაფერი დაუტოვეს, ჭურჭელიც კი. თუ 1957 წელს ასევე მოიქცეოდნენ ოსებიც, ოსეთსა და ინგუშეთს შორის არ იქნებოდა ისეთი დაძაბულობა, როგორიც ამჟამადაა.”

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები