“მუდმივი ქმედება – ეს არის წარმატების საწინდარი” – ნინო ზარხოზაშვილი

ქსელური მარკეტინგის კომპანია “ჯენეს გლობალი” 2009 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა და 6 წელიწადში მილიარდიან ბრუნვას მიაღწია, ეს წარმოუდგენლად დიდი რიცხვია და პირდაპირ ასახავს კომპანიის წარმატების ხარისხს, რაც თავის მხრივ, მაღალხარისხიანი პროდუქციისა და პროფესიონალი გუნდის დამსახურებაა.

უკვე რამდენიმე წელია,  კომპანია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მაღალხარისხიან პროდუქციაზე წვდომისა და კარიერული განვითარების, მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აერთიანებს.  თუ როგორ თავსდება ეს ორი დადებითი მხარე ერთ საქმიანობაში, რითაა “ჯენესი” გამორჩეული და რატომ უნდა გახდეთ ამ გუნდის წევრი – ამის შესახებ “ქართული კვირის” მკითხველს “ჯენესის”  პარტნიორი,  ნინო ზარხოზაშვილი უყვება.

_ როგორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, რა თვისებებსა და უნარებს უნდა ფლობდეს?

_ კარგი მენეჯერი არის ლიდერი, რომელმაც ყოველთვის ზუსტად იცის, თუ როგორ უნდა ააწყოს ურთიერთობები და წარმართოს პროცესები. იგი თავად ყოველთვის “გამღების” პოზიციაშია – ასწავლის გუნდის წევრებს, ეხმარება მათ განვითარებაში და ხელს უწყობს, რაც შეიძლება მალე გახდნენ კომპეტენტურები და დამოუკიდებლები. თავად ლიდერს რასაკვირველია, უნდა ჰქონდეს კომპეტენცია, პასუხიმგებლობის გრძნობა, კომუნიკაციისა და სუბორდინაციის უნარი, მას უნდა შეეძლოს გუნდის მოტივირება, რაც საბოლოოდ შედეგებზე აუცილებლად აისახება.

_ რამდენად რთული იყო, გამხდარიყავით კარგი მენეჯერი და რა გზა გაიარეთ ამისათვის?

_ გზის დასაწყისში ნამდვილად მეგონა, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთული იქნებოდა. ახლა, ამ გადმოსახედიდან სხვა თვალით ვუყურებ – ძალიან საინტერესო გზა გავიარე და ბევრი ბარიერის გადალახვაც მომიწია, რაშიც “ჯენესის” სასწავლო სისტემა და ზემდგომები ძალიან დამეხმარენ

“ჯენესი” თავის პარტნიორებს ხშირად ანებივრებს საინტერესო ტრენინგებით, მსოფლიო დონის ისეთი ქოუჩებით, როგორიცაა, მაგალითად, ტონი რობინსი,ქსელური ინდუსტრიის გურუდ აღიარებული ერიკ ვორი – “ჯენესის” გუნდის წევრებს გვაქვს ფუფუნება, ვესწრებოდეთ მის ტრენინგებს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ გუნდს ჰყავს პროფესიონალი, საერთაშორისო დონის ლიდერები – ნინო სუხაშვილი, ლევან მჭედლიშვილი, გიორგი შელია, ირმა კუჭავა, რომლებიც ძალიან დიდ დროს და ენერგიას უთმობენ თითოეულ პარტნიორს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ქართული გუნდის წარმატებაში.

_ რაზე დამოკიდებული გუნდის წარმატება?

_ ვფიქრობ, გუნდის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს როგორც ინდივიდუალური, ასევე  გუნდური მოტივაცია, ხედვა, დიდი მიზანი და შრომისმოყვარეობა – უნდა იყვნენ თანმიმდევრულები  და არასდროს გაჩერდნენ. მუდმივი ქმედება – ეს არის წარმატების საწინდარი.

_ მოგვიყევით თქვენი გუნდის შესახებ…

_ ჩვენს საქმეს განსხვავებული სპეციფიკა აქვს, შესაბამისად, აქ არიან სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები – ვინც პირდაპირ ბიზნეს საქმიანობით დაინტერესდა და ამ საერთაშორისო მასშტაბის კომპანიის პარტნიორობა გადაწყვიტა. არიან კმაყოფილი მომხმარებლები, რომლებიც თავად იყენებენ “ჯენესის” პროდუქტებს და თავის კმაყოფილებას სხვებსაც უზიარებენ .და ასევე, არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ იყვნენ მომხმარებლები, შემდეგ უკვე ბიზნესის რელსებზე გადავიდნენ, რადგან დაინახეს ძალიან საინტერესო, პერსპექტიული საქმიანობა და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს.ასე რომ-არჩევანი დიდია.

ჩვენი გუნდი მრავალფეროვანი, ერთმანეთისაგან განსხვავებული ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული. მნიშვნელობა არა აქვს ასაკს, სქესს, პროფესიას, ბექგრაუნდს – მთავარია, მოტივაცია და შრომისმოყვარეობა. რაიმე განსაკუთრებული თანდაყოლილი ნიჭი ამ საქმიანობას არ სჭირდება, ყველაფერი სწავლებადია და მთავარია, ადამიანს სწავლის სურვილი და შორს მიმავალი მიზნები ჰქონდეს.

https://www.facebook.com/Nino-Zarkhozashvili-101639418797978/   

_ რას სთავაზობთ მათ, ვისაც სურს, თქვენი დიდი გუნდის ნაწილი გახდეს?

_ ჩვენი გუნდის წვერებს ვთავაზობთ მრავალ ბენეფიტს – ჯანმრთელობასა და სტაბილურ, მზარდ შემოსავლებს. უპირველესად ეს არის წვდომა ექსკლუზიურ პროდუქციაზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, ლამაზები, მეორე მხრივ კი, გვქონდეს პასიური შემოსავლები, თავისუფალი სამუშაო გრაფიკი და ვიზრუნოთ ჩვენს კარიერულ განვითარებაზე.ასევე ვთავაზობთ მოგზაურობებს, აღიარებას,პიროვნულ რეალიზაციას და საუკეთესო ცხოვრების სტილს. დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი თანხვედრაში დიდი ფუფუნებაა.

მნიშვნელოვანია “ჯენესის” სასწავლო სისტემა და ამ უზარმაზარ გუნდში ძალიან წარმატებულ ადამიანებთან ერთად მუშაობის საშუალება. აქ არის ყველასთვის თანაბარი პირობები.

“ჯენესის” პარტნიორობა არის საუკეთესო შესაძლებლობა ხარისხიანი ცხოვრების შესაქმნელად.

_ რით არის გამორჩეული და განსაკუთრებული “ჯენესის” პროდუქცია?

_ ეს პროდუქცია ნამდვილად უნიკალურია, თამამად და სიამაყით შემიძლია ამის თქმა. კომპანიას აქვს ახალგაზრდობის სრულყოფის სისტემა, რომელიც მიმართულია სიბერის შეჩერებისა და ბიოლოგიური ასაკის გაახალგაზრდავებისაკენ.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროდუქცია არ არის მედიკამენტი და არ ანაცვლებს ტრადიციულ მედიცინას. ეს არის მულტიფუნქციური პროდუქტი, რომელიც ყველა ზემოთჩამოთვლილი მიზნის მიღწევაში ეხმარება 21-ე საუკუნის ადამიანს.

მეცნიერებმა დაადგინეს ნაადრევი დაბერების სამი ძირითადი მიზეზი: დნმ-ის დაზიანება, ორგანიზმში ღეროვანი უჯრედების შემცირება და ქრომოსომების დაბოლოებებზე არსებული ტელომერების დამოკლება – სწორედ ამ პროცესების საპირწონედაა შექმნილი ჯენესის პროდუქტები, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მეცნიერთა ძალიან დიდი გუნდის მეირ იქმნებოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე. ამ მხრივ “ჯენესი” ნამდვილად მსოფლიო ლიდერია იმიტომ, რომ არ არსებობს ამ სისტემაში პროექტი, რომელშიც ერთად არის წარმოდგენილი  ისეთი თემები, როგორებიცაა რესვერატროლი, ღეროვანი უჯრედები, ეპიგენეტიკა, ტელომერები… ჩვენი პროდუქტები ეყრდნობა ისეთ ტექნოლოგიებს, თავის დროზე რამდენიმე ნობელის პრემიით რომ აღინიშნა.

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გარდა “ჯენესის” გუნდი ითვალისწინებს საუკუნეების განმავლობაში დაგროვილ აღმოსავლურ ცოდნას, რომელიც ასევე საუკუნეებს გაუძლებს.

_ ვის შეუძლია გამოიყენოს  ეს პროდუქცია და მოლოდინები უნდა ჰქონდეთ მომხმარებლებს?

_ პროდუქციის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მსურველს,როგორც სრულიად ჯანმრთელს, ასევე ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების მქონეს,ბავშვებს და  მოზრდილებს, ქალებს და მამაკაცებს,ფიზიკურად და გონებრივად მომუშავე ადამიანებს.ადამიანებს,რომლებიც ორიენტირებული არიან უმაღლეს ხარისხზე.

ჯენესის სლოგანი ერთდროულად ყველაფრის მთქმელია – “რაც შეიძლება დიდხანს გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად, რაც შეიძლება დიდხანს ვაზროვნებდეთ ახალგაზრდულად და რაც შეიძლება დიდხანს გვიყვარდეს ახალგაზრდულად”.

_ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

_ ჩვენი საქმე გამოირჩევა მუდმივი სიახლით, მზარდი სიმაღლეებითა და მიზნებით.ადამიანებს რომლებსაც სურთ წინსვლა, წარმატება, ხარისხიანი ცხოვრების სტილი  სულ უფრო და უფრო მეტნი არიან. გვიერთდებიან და იწყებენ ჩვენთან ერთად წინსვლას.

გუნდისა და მიღწევების ზრდა არის ჩემი მთავარი სამომავლო მიზანი.

https://www.facebook.com/Nino-Zarkhozashvili-101639418797978/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები