მსოფლიო თასის ჰიბრიდული გათამაშების დასკვნით ეტაპზე 2 ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს
მსოფლიო თასის ჰიბრიდული გათამაშების დასკვნით ეტაპზე 2 ქართველმა მოჭადრაკემ – ბაადურ ჯობავამ და ლუკა პაიჭაძემ მოიპოვა საგზური.
მსოფლიოს ყველა კონტინენტალური ტურნირის საუკეთესო 36 მონაწილე ერთმანეთს დღეს შეეჯიბრება.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება.
შეჯიბრის პირველ ტურში ქართველი დიდოსტატები შავი ფიგურებით ითამაშებენ: ბაადურ ჯობავას მეტოქე ანტონ გილერმო დავიდი (ესპანეთი;2673) იქნება, ხოლო ლუკა პაიჭაძის ალექსანდრ მოტილიოვი (რუსეთი;2641)
ევროპის ჰიბრიდული შესარჩევი ტურნირი მსოფლიო თასის გათამაშების ფარგლებში, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, 24 მაისს დაიწყო.