პარაძიუდოისტების გამარჯვება ბაქოს გრან-პრის გათამაშებაზე
პარაძიუდოში, ბაქოს გრან-პრის გათამაშებაზე, ჩვენმა პარაძიუდოისტებმა ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ზვიად გოგოჭურმა 100კგ.წონით კატეგორიაში იასპარეზა. ფინალურ ბრძოლაში ბრიტანელი პარასპორტსმენი დაამარცხა, პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
რაც შეეხება გიორგი ქალდანს(73 კგ), მან ოქროს მედალი რუსი მეტოქის დამარცხებით დაიმსახურა.
ამავე ტურნირზე ქართველი პარადიუდოისტი ქალი, ინა ქალდანი 70კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილზე გავიდა და რუს პარასპორტსმენთან ერთად ბრინჯაოს მედალი გაინაწილა.
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები გუნდი, ბაქოს გრან-პრის გათამაშებიდან ორი ოქროს და ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.
ბაქოს გრან-პრი ტოკიოს პარალიმპიადის წინა საკვალიფიკაციო ტურნირია.