ვიდეობლოგში ,,მედიატორი” გაგაცნობთ ქალბატონს, რომელსაც 50 წლიანი გამოცდილება აქვს მედიცინაში. წლების წინ, ხონის ერთ-ერთ სოფელში ექიმობით დაწყებულ კარიერას დღეს საკუთარ კლინიკაში აგრძელებს, დოდოს ჩხენკელის პაციენტებში ბოლო დროს ჭარბობენ ემიგრანტები, რომლებსაც დისტანციურად უწევს კონსულტაციებს. ის ტრადიციულთან ერთად, მკურნალობის არატრადიციულ მეთოდებსაც იყენებს. მეთოდებს, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით.
რა ტიპის მკურნალობაზეა საუბარი და რითია ყველაზე მეტად გამორჩეული? თუ როგორ ეხმარება ამ ყველაფრით პაციენტებს და ზრუნავს არამხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ სულიერ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც? – ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
,,სულ მალე ონლაინ სკოლის შექმნას ვგეგმავ, რომელიც სახლიდან გაუსვლელად დაგვეხმარება ვმართოთ ჩვენი ჯანმრთელობა“- ამბობს დოდო ჩხენკელი.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"