პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის 18 მაისს გაიხსნება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ქობულეთის სოფელ ციხისძირში მდებარე პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის 18 მაისს ოფიციალურად გაიხსნება. ამ დღეს არქეოლოგიური კომპლექსის დათვალიერება მოქალაქეებისთვის უფასო იქნება.

ტერიტორია მნახველებისთვის 2019 წლის 12 აგვისტოდან დაიკეტა. დღემდე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა.

პეტრა — ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხე – სიმაგრეა,  ისტორიული ციხე-ქალაქი ეგრისის სამეფოში, თანამედროვე სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე. აღნიშნული ტერიტორია, რომელსაც გააჩნდა უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობა, ისტორიულად ლაზების დასახლებას წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები