იური მეჩითოვის ფოტოფირზე აღბეჭდილი სერგო ფარაჯანოვი ალბათ ყველა ჩვენგანს გვინახავს. სომხური წარმოშობის ქართველმა კინორეჟისორმა მრავალი შედევრი შემატა ქართულ კინემატოგრაფიას, მისი ფოტოც კი შედევრად იქცა – გამოსახულებად, რომელიც მასზე აღბეჭდილი პიროვნების ამბავს ყვება. თავად ავტორი ფოტოს ისტორიას ასე იხსენებს:
“ზუსტად 40 წლის წინ შეიქმნა ეს ისტორიული სურათი, რომელიც იქცა ძეგლად 2004 წელს. დილის 11 სათი იქნებოდა, სერგოსთან რომ მივედი. მას „ლენფილმის“ ორი თანამშრომელი სტუმრობდა. სერგოს ფილმის „საიათნოვას“ (1969წ) ასლების ბეჭდვისას ისინი ფერის კორექციაზე მუშაობდნენ. ჩვენ ჩავყევით არსენას ქუჩას და შევუხვიეთ თხინვალის ქუჩაზე. მე ვფიქრობ ფარაჯანოვი ამ ჩანაფიქრს დიდ ხანს ატარებდა. აი აქედან ყველაზე კარგი ხედია მთაწმინდაზე და კარგი კადრი გამოვა – თქვა სერგომ და მიმითითა ადგილი, საიდანაც უნდა გადამეღო მომავალი შედევრი. ფარაჯანოვმა დააყენა ქალბატონები მოშორებით, თავისი ადგილიც მოძებნა და მიბრძანა გადამეღო. ვიღებდი უბრალო „ზენიტით“. იგი გასაოცარი სიმსუბუქით ჰაერში ახტა, შემდეგ მეორედ… მესამე დუბლი აღმოჩნდა ყველაზე საუკეთესო. ფარაჯანოვმა ამ კადრს საუკუნის კადრი უწოდა და კოლაჟიც დაამზადა. მე კი შავი ყვავის აფრენა დავარქვი. თბილისი, 1981 წ. 15 მაისი.”
იური მეჩითოვი
კომენტარები
კომენტარი