საქართველო დუბაიში ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ATM Dubai მიიღებს მონაწილეობას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ტურისტული კომპანიები: WST Georgia , Guide of Georgia, Georgian Holidays , Voyager , Travel to Georgia 2010 , Arrival DMC და სასტუმრო The Biltmore Hotel იქნებიან წარმოდგენილები.

გამოფენაზე მოეწყობა სამუშაო შეხვედრები სპარსეთის ყურის ქვეყნების წამყვან ტურისტულ კომპანიებთან. არაბთა გაერთიანებული საემიროები საქართველოსთვის მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. დუბაის გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქვეყნის მიმზიდველ და უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად პოზიციონირებას.

კერძო სექტორის წარმომადგენლებს კი საშუალება ექნებათ ახალი კონტაქტები დაამყარონ და ტურისტული პაკეტები შესთავაზონ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ტურ-ოპერატორებს. დუბაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 2019 წელს მსოფლიოს 150-ზე მეტი სახელმწიფოს 2500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებელთა რაოდენობა კი დაახლოებით 40 ათასი იყო

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები