,,მალე ქართველ ემიგრანტებზე საბერძნეთში წიგნი გამოვა, სადაც ჩემი ბიოგრაფია და ნამუშევრებიც შევა“

ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკის ,,ემიგრანტული ამბების“ სტუმარი საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანი ეთერ გოგოლაძეა.

პროფესიით ბუღალტერია, თუმცა საკუთარი თავი ხელოვნებაში იპოვა. ემიგრაციამდე თეატრისა და ფილმებისთვის ქმნიდა ესკიზებს, ხატავდა სტენდებსა და აფიშებს. ხატვის სიყვარული პატარაობიდან მოჰყვება. საყვარელ საქმეს წლების შემდეგ, ემიგრაციაში  მიუბრუნდა. ხატვა დღეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სალონიკში სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობს და მის გეგმებში პერსონალური გამოფენაც შედის.

,,სულ მალე ქართველ ემიგრანტებზე საბერძნეთში გამოდის წიგნი, სადაც სხვა ავტორებთან ერთად, ჩემი ბიოგრაფია და ნამუშევრებიც შევა. ვცდილობ, ქართული დიასპორის კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ვიყო ჩართული, ხშირად ვმონაწილეობ ღონისძიებებში, გამოფენებში… ჩემი ნახატები გაზეთ „ელადაში“ იბეჭდება. დიდი სურვლი მაქვს საქართველოში პერსონალური გამოფენა მოვაწყო და ქართველ ხალხს ჩემი შემოქმედება ახლოს გავაცნო. ხატვა ჩემი სამყაროა, როდესაც ემიგრაციაში წამოვედი და საყვარელ საქმეზე უარი ვთქვი, საოცრად დავსუსტდი, შინაგანად დავცარიელდი. 3 წლის თავზე მივხდი, რომ აუცილებლად უნდა დავბრუნებოდი ხელოვნებას და ისევ ბევრი მეხატა…“

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები