იტალიაში, პიცების კონკურსში ქართველმა ვალერი სახიაშვილმა გაიმარჯვა
იტალიაში, პიცების კონკურსში ქართველმა ვალერი სახიაშვილმა პირველი ადგილი მოიპოვა. ინფორმაციას ავრცელებს იტალიის საელჩო საქართველოში.
კონკურსი გაიმართა რომში, პიცის ოსტატის მაესტრო მასიმო დელ მესტრეს ორგანიზებით.
კონკურსში მონაწილეობას იღებდა პიცის მრავალი გამოცდილი ოსტატი, იტალიის სხვადასხვა რეგიონიდან. ცამეტი ექსპერტისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ კონკურსანტები ხუთ კატეგორიაში შეაფასა: პიცა ნაპოლეტანა, კლასიკური პიცა, გურმანული პიცა, მხატვრული პიცა და პიცა როგორც ჩაროზი.
თითოეულ პიცის ოსტატს შეეძლო აერჩია მხოლოდ ერთი კატეგორია.
კონკურსზე ვალერის მიერ შემოთავაზებული გურმანული პიცა, რომელიც მომზადდა არტიშოკის კრემის, სტრაჩიატელას, ბეკონის ქერქში გახვეული კრევეტებისა და დათვა სოკოს ფხვნილისაგან, კონკურსის ტრიუმფატორი გახდა და პირველი ადგილი მოიპოვა.
ვალერი სახიაშვილი, რომელიც იტალიაში დიდი გამოცდილების მქონე პიცის ოსტატია, ამჟამად ავეცანოში (აბრუცოს რეგიონი) მოღვაწეობს.