,,ეს გამარჯვება ჩემი მკითხველისაა”- როგორ დასრულდა ,,ქართული კვირის“ მორიგი კონკურსი ,,წერილები გზიდან“

„ქართულმა კვირამ“ “მეტი დეველოპმენტთან“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, დაასრულა ემიგრანტებისთვის იუმორისტული ჩანახატების კონკურსი. პროექტის „წერილები გზიდან“ მორიგი კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა და მონაწილეები მკითხველთან ერთად, კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. 4 საუკეთესო ჩანახატიდან 2 გამარჯვებული გამოვლინდა. საკონსკურსო თემა იყო „ერთხელ“.

ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამარჯვებულები და მთავარი პრიზის, “მეტი დეველოპმენტისგან“ 15000 ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერის მფლობელები ხათუნა წიქორიძე და სოფო იმერელი გახდნენ. მკითხველთა სიმპათიაც სოფო იმერელს ხვდა წილად. მათ ასევე გადაეცემათ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისგან წიგნები და „ქართული კვირისგან“ სიგელები.

მედიაპორტალმა გადაწყვიტა გამარჯვებული ჩანახატების ავტორები უფრო ახლოს გაეცნო მკითხველისთვის. დღეს ისინი ვიდეობლოგის სტუმრები არიან.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები