ევროპის ძიუდოს კავშირმა ლისაბონში 2019 წლის საუკეთესო ძიუდოისტები დააჯილდოვა

ევროპის ძიუდოს კავშირმა ლისაბონში ევროპის ჩემპიონატის დღეებში 2019 წლის საუკეთესოთა დაჯილდოება მოაწყო.

საუკეთესო ახალგაზრდა ვაჟ ძიუდოისტად ლაშა ბექაური დასახელდა. საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად ლუხუმ ჩხვიმიანი გამოაცხადეს. საუკეთესო ახალგაზრდა ქალი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა. ხოლო ზურაბ კახაბრიშვილი საუკეთესო ექიმად აღიარეს.

შეგახსენებთ, რომ წელს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის და ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის სარეიტინგო ქულებისთვის კონტინენტის 45 ქვეყნის 359 წარმომადგენელი იბრძოდა. მათ შორის იყო საქართველოს კაცთა და ქალთა ნაკრები.

საქართველოს ნაკრებმა კაცთა გუნდურ ჩათვლაში 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები