მეგი ქარცივაძე სწავლას ოქსფორდის უნივერსიტეტში განაგრძობს
თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის კურსდამთავრებული, მეგი ქარცივაძე სწავლას ოქსფორდის უნივერსიტეტში განაგრძობს.
მეგი უნივერსიტეტმა რეგიონმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე (DPhil in Area Studies) მიიღო.
ოქსფორდში სწავლასა და ცხოვრებას სრულად აფინანსებენ ოქსფორდის უნივერსიტეტი და ბრიტანეთის ეკონომიკური და სოციალური კვლევების საბჭო ESRC, რომელიც UK Research and Innovation-ის ნაწილია. დაფინანსება ხორციელდება ESRC Grand Union Doctoral Training Partnership (DTP) Studentship-ის ფარგლებში.
„მეგის სადოქტორო კვლევის თემა იქნება: “Stalin’s Cult in Georgian Colours: Stalinist History Textbooks, Press, Mass Culture and the Emergence of Georgian Stalinism, 1930-1956”. (“სტალინის კულტი ქართულ ფერებში: სტალინური ისტორიის სახელმძღვანელოები, პრესა, მასობრივი კულტურა და ქართული სტალინიზმის წარმოშობა, 1930-1956”).
2018 წელს მეგიმ ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდია Chevening Scholarship მოიგო და UCL-ში (University College London) Russian Studies სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდა. სწავლის პარალელურად ის UCL-ის School of Slavonic and East European Studies დეპარტამენტის სამეცნიერო ჟუნრალის Slovo აღმასრულებელი რედაქტორი იყო. მას ასევე ჰქონდა შემოთავაზება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან Nationalism Studies სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით. თუმცა, მან სწავლის ლონდონში გაგრძელება არჩია.
მეგი ასევე არის მოწვეული ლექტორი თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში.“ – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.