„მაგრამ ღმერთო ჩემო, რატომ?” კინოფესტივალ Visions du Réel-ის ინდუსტრიულ პლატფორმაზე შეირჩა

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტი სამუშაო სახელწოდებით „მაგრამ ღმერთო ჩემო, რატომ?” შეირჩა კინოფესტივალ Visions du Réel-ის ინდუსტრიულ პლატფორმაზე.

ფილმის რეჟისორი რატი წითელაძეა, პროდიუსერები – ნინო ვარსიმაშვილი, რატი წითელაძე და ოლგა სლუსარევა.

პროექტების პრეზენტაცია  ონლაინ, 14-დან 16 აპრილამდე მიმდინარეობს. პროგრამის მონაწილეებს  შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ უცხოელ პროდიუსერებს, კინოფესტივალების წარმომადგენლებსა და გაყიდვების აგენტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები