გოგა ჩხეიძემ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 67 კგ. წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და 134/138/140 დაძლევით მე-4 ადგილზე გავიდა.
ძალოსანმა აკვრაში 165/170 დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ორჭიდში კი ჩხეიძემ 310 კილოგრამით მე-5 ადგილი დაიკავა.
ამ დროისათვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე შოთა მიშველიძის 2 ვერცხლისა და გოგა ჩხეიძის 1 ბრინჯაოს მედალია.