ნიდერლანდებში შესვლის წესი შეიცვალა 

მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან ნიდერლანდებში შემსვლელმა 13 წლის ან მეტი ასაკის მგზავრმა, რომელსაც აქვს ქვეყანაში შემოსვლის უფლება, უნდა წარადგინოს (1) ან მხოლოდ ბოლო 24 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხი, ან (2) ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის და ბოლო 24 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტების უარყოფითი პასუხები.

აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება როგორც ტრანზიტულ მგზავრებზე, ასევე – იმ პირებზე, რომლებსაც გაკეთებული აქვთ Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინა.

ასევე, 31 მარტიდან საჭირო აღარ არის ამობეჭდილი და ხელმოწერილი „უარყოფითი ტესტის დეკლარაციის“ წარდგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები