„ქართველოლოგიური საუბრები მრგვალ მაგიდასთან” – ათენში საჯარო ლექცია გაიმართება
2021 წლის 2 აპრილს, 15 საათზე ქართველოლოგიის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარის „ქართველოლოგიური საუბრები მრგვალ მაგიდასთან” ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე:
“XI საუკუნის ქართული სამონასტრო კომპლექსი თრაკიაში: ისტორიულ-არქეოლოგიური მიმოხილვა”
საჯარო ლექციას გაუძღვება ავთანდილ მიქაბერიძე – კლასიკური ფილოლოგიის დოქტორი, ათენის ქართულ-ბერძნული ინსტიტუტისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ დამფუძნებელი.
ღონისძიების მასპინძელია წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიისცენტრი.
ღონისძიების ელექტრონული მისამართის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://docs.google.com/…/1FAIpQLSc6edLJ3K8…/viewform…