ჯაბა სხვედიანმა springfest-ზე პირველი ადგილი დაიკავა
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ფრისტაილის ნაკრების წევრმა, სნოუბორდერმა, ჯაბა სხვედიანმა უკრაინაში, springfest-ზე პირველი ადგილი დაიკავა და “ბესთ თრიქის” ტიტულიც დაიმსახურა.
ჯაბა სხვედიანი სნოუბორდზე პირველად, 18 წლის ასაკში, დედამ დააყენა და პირველივე დღეს რთული ტრასებიდან თავისუფლად ჩამოსრიალდა. მას შემდეგ მრავალი შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა.
მან ევროპის ჩემპიონატზე წარადგინა საქართველო და მე-4 ადგილი მოიპოვა. ესპანეთში „ბიგ ეარის“ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი რთული ილეთის შესრულებით (ორმაგი backflip და 1080) 35-ე ადგილი მოიპოვა 110 მონაწილეში.
საქართველოში ჩატარებულ ჩემპიონატებში ფრისტაილის მიმართულებით – ყველა ჯილდო ჯაბასია.