საქართველოს გენერალური კონსული თესალონიკში დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა 

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ნოდარ კომახიძემ 2021 წლის 12 თებერვალს თესალონიკის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ონლაინშეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ნოდარ კომახიძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მისი გენერალურ კონსულად დანიშვნიდან დღემდე გაწეული საქმიანობის, მიღწეული შედეგების და სამომავლო გეგმების შესახებ.

ნოდარ კომახიძემ აღნიშნა, რომ ძლიერი დიასპორა და მათი ჩართულობა დიდ როლს ასრულებს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცების, ქვეყნის პოპულარიზაციისა და ქართული კულტურის წარმოჩენის საქმეში.

გენერალური კონსულის ინიციატივით, შეხვედრები მიიღებს რეგულარულ ხასიათს, რომლის დროსაც დიასპორულ ორგანიზაციებს მიეწოდებათ ინფორმაცია საკონსულოს საქმიანობისა და დაგეგმილი აქტივობების  შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები