ათენის კულტურის ცენტრი “კავკასია” , ემიგრანტების გამხნევების მიზნით, ვიდეოკონცერტს გამართავს 

დღეს, 20:00 საათზე ათენის კულტურის ცენტრ “კავკასიას” ნიჭიერი ახალგაზრდები, ქართველი ემიგრანტების სულიერი გამხნევების მიზნით, სპეციალურად გამართავენ ქართული სიმღერის მორიგ, VI ვიდეო-კონცერტს

ვიდეოკონცერტზე  ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის ტრიოს მიერ  შესრულდება ხუთი პოპულარული სიმღერა, ქართული ქალაქური მუსიკალური კულტურის შედევრები:

– „მაჭარია, მაჭარია…“, ტექსტი და მუსიკა: მარინა ლეკიშვილი;

– „ფუტკარი“, მუსიკა და ტექსტი: ოთარ რამიშვილი;

– „ქალო, ქალწულო…“ მუსიკა და ტექსტი: ოთარ რამიშვილი;

– „იმერული ღიღინი“ (მურმან შათირიშვილის რეპერტუარიდან);

– „ქალაქური პოპური“.

შაბათის მცირე კონცერტის ნახვა შესაძლებელია ათენის კულტურის ცენტრის ფეისბუქგვერდზე

აღსანიშნავია, რომ გასული თვეების მანძილზე, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული უმძიმესი პირობებისა, /ათენის კულტურის ცენტრის მუსიკალურმა სტუდიამ თავდაუზოგავი შრომის ფასად (კარანტინის გამო, ხშირად დისტანციურადაც), მოამზადეს ქართული ხალხური, საესტრადო და ქალაქური სიმღერების ვრცელი რეპერტუარი, მონაწილეობა მიიღეს ონლაინკონკურსებსა და ფესტივალებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები