შეხვედრა რეჯო კალაბრიაში მცხოვრებ თანამემამულეებთან
იტალიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2021 წლის 28 იანვარს, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი კონსტანტინე სურგულაძე და ქ.ბარიში საქართველოს გენერალური კონსული ბ-ნი ვახტანგ ანდღულაძე ქ. რეჯო კალაბრიის მართლმადიდებულ ტაძარში “Orthodox Church of Saint Paul” დაესწრნენ საღმრთო ლიტურგიას, რომელიც რეჯო-კალაბრიის წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა გაბრიელ ღურწკაიამ ჩაატარა.
ლიტურგიის შემდეგ, ელჩი და გენერალური კონსული შეხვდნენ და გაესაუბრნენ რეჯო კალაბრიაში მცხოვრებ თანამემამულეებს.