თუ ქვეყანაში ეპიდვითარება გამოსწორდება, ზამთრის კურორტები დამსვენებლებს 1 თებერვლიდან მიიღებენ

28 ნოემბრიდან საქართველოს ზამთრის კურორტები დაიხურა, მაგრამ თუ ქვეყანაში უკეთესი ეპიდვითარება იქნება, საქართველოს ზამთრის კურორტები დამსვენებლების მიღებას 1 თებერვლიდან შეძლებენ,  განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ორი თვის განმავლობაში საბაგიროებისა და უშუალოდ კურორტების ოპერირება არ მოხდეს, რაც ბუნებრივია. ძალიან რთულია. კარგად გვესმის, რომ ძალიან რთულია ამ კურორტებზე არსებული სასტუმროებისთვის, განთავსების ობიექტებისა, თუ სარესტორნო ბიზნესებისთვის. თუმცა ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, რადგან იანვრის ბოლომდე გრძელდება ეს შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ წლის დასაწყისიდან, ფაქტობრივად თებერვლიდან ჩვენი კურორტები კვლავ მზად იქნება. იმედი გვაქვს,  ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ყველაფერი ის, რასაც ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გავაკეთებთ, იმის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები