“ისინი იტალიელებივით მხიარულები და ბურგუნდიელებივით ძლიერები არიან”- რას წერდა სტეინბეკი საქართველოზე

ნობელის პრემიის ლაურეატმა, ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტეინბეკმა 1947 წელს საბჭოთა კავშირში იმოგზაურა. სტეინბეკმა თავისი მოგზაურობა მოგონებებში აღწერა, სადაც საქართველოს შესახებ წერდა: 

“ყველგან, სადაც კი მოვხვდებოდით: რუსეთში, მოსკოვში­, უკრაინაში, სტალინგრადში, გამუდმებით გვესმოდა მაგიური სიტყვა ” ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო “…
­კავკასიის ამ ქვეყანას, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარეობს, ისინი ისე მოიხსენიებდნენ, როგორც მეორე სამოთხეს. უკვე ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ რუსების უმრავლესობა­ იმედოვნებს, თუკი პატი­ოსნად და ზნეობრივად იცხოვრებს,­ სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არ ამოყოფს­ თავს, არამედ საქართველ­ოში“.­
“საკვირველი ხალხია ეს ქართველები.
საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ მათ წახდენას, ყველას მათი გატეხა სურდა, მაგრამ მათ ძლიერ სულისკვეთებას კვალიც ვერ დააჩნიეს.
საქართველოში ყოფნისას ვნახეთ, რომ ეს საოცარი ქართველები ყველაფრით გვჯობდნენ: ჭამაც ჩვენზე მეტი შეეძლოთ, სმაც, ცეკვაც, სიმღერაც… ისინი იტალიელებივით მხიარულები და ბურგუნდიელებივით ძლიერები იყვნენ. ყველაფერი გამოსდიოდათ, რასაც ხელს მოჰკიდებდნენ… მათ სულს ვერაფერი დასცემს, ამ ხალხის თვითმყოფადობას ვერაფერი გაანადგურებს!”

წყარო: წარმატებული ქართველები ამერიკაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები