„მოძრაობის თეატრი“, „ლიზას ტორტი“ და სახურავი

31 აგვისტოს, 1 და 2 სექტემბერს, „მოძრაობის თეატრი“  17 სართულიანი სახლის სახურავზე სპექტაკლის პრემიერას გამართავს. 

საპრემიერო სპექტაკლი „ლიზას ტორტი“ პოსტპანდემიურ პერიოდში, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა. იოსებ ბაკურაძის „ლიზას ტორტს“ მაყურებელი კალისტრატე ქუთათელაძის #17-ში მდებარე 17 სართულიანი სახლის სახურავზე იხილავს.

პრემიერა 20:00 საათზე სახურავიდან დანახული თბილისის ულამაზესი ხედების ფონზე გაიმართება.

სპექტაკლის რეჟისორი და ავტორი იოსებ ბაკურაძეა, კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე, მხატვარი: ბიძინა სიდიანი.

სპექტაკლში როლებს  ნიკოლოზ გოგიძე, ლაშა რობაქიძე, ბექა გარსენიშვილი, მარიამ ბალახაძე, თათა თავდიშვილი, ანი მასხარაშვილი, ნინიკო ავალიანი, თანო ჩხეიძე, ირაკლი სარალიძე ასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები