გამოიცა უნიკალური ხელნაკეთი “ვეფხისტყაოსანი”
შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა უნიკალური ხელნაკეთი “ვეფხისტყაოსანი”.
პროექტი პირველი ქართული გამოცემული “ვეფხისტყაოსნის” უძველესი ტრადიციის აღდგენას ემსახურება.
ტექსტში გამოყენებულია მეფე გიორგი XI-ის შეკვეთით შესრულებული “ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის ვაზის ორნამენტი”. ასევე აღდგენილია ის შრიფტი და გრაფიკული დეკორაციები, რომელიც გამოიყენა მეფე ვახტანგ VI-მ პირველ ქართულ სტამბაში.
წიგნში შესულია უნგრელი ფერმწერის – მიხაი ზიჩის 34 სურათი, წიგნის კიდეები ოქროთია მოვარაყებული.