ეკვილიბრიუმი ახალქალაქის ოთხ სოფელს ესტუმრა

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი განაგრძობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ბიბლიოთეკების მხარდაჭერას და უახლესი ლიტერატურით მომარაგებას.

მოძრაობის დამფუძნებელი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ახალგაზრდებთან შეხვედრებსაც მართავს და წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრება.

ამჯერად ეკვილიბრიუმი ახალქალაქის ოთხ სოფელს – პირველ და მეორე დილისკას, პტენასა და ჩუნჩხას ეწვია.

ეკვილიბრიუმი საგანმანათლებლო მოძრაობაა. ის  2012 წელს დაფუძნდა  და ამ  იდეის ავტორი ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე გახლავთ.

საგანმანათლებლო მოძრაობის მიზანი საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები