რიგა – თბილისი – რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA – ს ინფორმაციით, საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება.

უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „airBaltic“-ს შორის. ავიაკომპანია რიგა – თბილისი – რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირებას თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით განახორციელებს, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, რეგულარული რეისების შესრულება აღნიშნულ მიმართულებაზე ორი სიხშირით იგეგმება. ავიარეისების განრიგი ასეთია:

  • რიგა – თბილისი, 20 აგვისტომდე – ყოველ ოთხშაბათს (5, 12, 19 აგვისტო);
  • თბილისი – რიგა, 20 აგვისტოს ჩათვლით – ყოველ ხუთშაბათს (6, 13, 20 აგვისტო);
  • რიგა – თბილისი, 20 აგვისტოს შემდეგ – კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას;
  • თბილისი – რიგა, 20 აგვისტოს შემდეგ – კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და ორშაბათს;

ფრენები Airbus A220-300 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

რიგა წარმოადგენს მესამე საერთაშორისო მიმართულებას, რომელთანაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აგვისტოდან განახლდება.

2 აგვისტოდან, მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას ავიაკომპანია Lufthansa აღადგენს, ხოლო 8 აგვისტოდან, პარიზი – თბილისი – პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას ავიაკომპანია Air France განაახლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები