მწვერვალ უშბაზე ერთდროულად ორი ასვლა განხორციელდა
საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ინფორმაციით, 18 ივლისს, მწვერვალ უშბაზე ერთდროულად ორი ასვლა განხორციელდა.
ბექარ ფაჯიშვილმა, თემურ ქურდიანმა და ლევან ლაშქარაშვილმა მწვერვალზე ასვლა გაბრიელ ხერგიანის გზით შეძლეს. პარალელურად, არჩილ ბადრიაშვილისა და გიორგი ტეფნაძის წყვილმა “მიშლიაევის” მარშრუტი გაიარა და ორივე გუნი მწვერვალზე ერთდროულად აღმოჩნდა.
„თემოსა და ლევანის პირველი და ჩემი მესამე უშბა.
გუშინ საბაზო ბანაკიდან სამხრეთ უშბის მწვერვალზე გაბრიელ ხერგიანის გზით 13.40 საათში ავედით. რაც რეკორდული დროა სამკაციანი ჩაბმისთვის.
პარალელურად, არჩილ ბადრიაშვილისა და გიორგი ტეფნაძის წყვილი გადიოდნენ “მიშლიაევი” – ის მარშრუტს და მოხდა ისე, რომ მწვერვალზე ერთდროულად ავედით. დაუვიწყარი შეგრძნებაა მწვერვალის სიხარული, მითუმეტეს როცა შეგიძლია ასეთ ხალხთან ერთად გაიზიარო.
მადლობა ბიჭებს ზურგის გამაგრებისთვის Dachi Ustarashvili. იაგო ლაგაზაური.“ – წერს ბექარ ფაჯიშვილი სოციალურ ქსელში.