საქართველო იტალიაში 45 ტონა ლოკოკინას გაიტანს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 2017 წელს ამოქმედდა.
ფერმა წელიწადში, საშუალოდ, 50 ტონა ლოკოკინას აწარმოებს. საწარმოში, მუდმივად, 15 ადგილობრივია დასაქმებული.
„ნადი გრუპი“ პროდუქციის რეალიზაციას, ძირითადად, იტალიაში ახორციელებს.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ხობის ფერმიდან იტალიაში ექსპორტზე 45 ტონა ლოკოკინა გავა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.