ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა 1-ლი ივლისიდან შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებისათვის

შენგენის ქვეყნებში შესვლა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის 1-ლი ივლისიდან იქნება ნებადართული. ევროპაში შესვლა 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა 1-ლი ივლისიდან შესაძლებელია საქართველოს, ავსტრალიის, ალჟირის, კანადის, მაროკოს, ახალი ზელანდიის, რუანდის, სერბეთის, ტაილანდის, ტუნისის, ურუგვაის, ჩერნოგორიის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მოქალაქეებისათვის.

ამასთან, ევროკავშირის განცხადებით, ქვეყნების ჩამონათვალი ყოველ ორ კვირაში  შესაძლოა შეიცვალოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები