საქართველო უცხოელ ტურისტებს 1 ივლისიდან მიიღებს

საქართველო უცხოელ ტურისტებს 1 ივლისიდან მიიღებს. ტურისტს, ვისაც PCR–ტესტის დოკუმენტი არ ექნება, სადაც მითითებული იქნება, რომ მას კორონავირუსი არ აქვს, ტესტირება პირდაპირ აეროპორტში ჩაუტარდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

„ჩვენ გვაქვს ტესტების საკმარისი რაოდენობა. ეტაპობრივად ჩვენ შევძლებთ 3000, 4000 და შემოდგომაზე 10 000 ტესტის ჩატარებას დღიურად, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ დიაგნოსტიკა დროული იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიღებთ ტურისტების დიდ ნაკადებს, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები სასტუმროებთან, სადაც მოხდება ტურისტების განთავსება და ისინი დაელოდებიან PCR–ტესტის პასუხს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები