საქართველოში კორონავირუსისაგან უკვე 600 ადამიანია გამოჯანმრთელებული
30 მაისის მონაცემებით ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდინფექცია კიდევ 11 პაციენტს დაუდასტურდა, ახალი გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 24-ია.
ამ დროისათვის საქართველოში სულ 757 ადამიანია ინფიცირებული, მათგანი 600 პაციენტი განიკურნა, 12 შემთხვევა კი, სამწუხაროდ, ლეტალურად დასრულდა.