როგორ გამოვიყენოთ სივრცე ოპტიმალურად? – რჩევები მათთვის, ვისაც პატარა ბინა აქვს 

პატარა სულაც არ ნიშნავს არაკომფორტულს, მთავარია, სივრცე მაქსიმალურად ოპტიმალურად და სწორად იქნას ათვისებული. სპეციალისტების რჩევების გათვალისწინებით, თქვენ შეძლებთ თქვენი მცირე ფართის მქონე საცხოვრებელი იდეალურ, თქვენზე მორგებულ, კომფორტულ და მყუდრო გარემოდ აქციოთ. ამისათვის კი სულ რამდენიმე აუცილებელი მითითების გათვალისწინება დაგჭირდებათ, დანარჩენი კი თქენი ფანტაზიისა და გემოვნების მიხედვით უნდა გადაწყვიტოთ. 

  • უპირველეს ყოვლისა, გირჩვეთ, უპირატესობა მიანიჭოთ ერთიან სივრცეს – ამ მიზნით გამართლებულია ე.წ სტუდიოს ტიპის ბინა. ეს ქმნის მეტი სივრცის შეგრძნებას და ამავდროულად, ზოგავს ფართს, რომელიც ტიხრებისა და კარებისათვის უნდა ყოფილიყო გათვლილი.
  • არჩევანი ღია ფერებზე შეაჩერეთ – რაც უფრო ნათელია კედლები, მით უფრო მეტად იქმნება ვიზუალური სივრცის არსებობის ილუზია.
  • ეცადეთ, მაქსიმალურად დატვირთოთ ოთახის კუთხეები და გამოიყენოთ ისინი კარადების ან თაროებისათვის
  • დანიშნულება მოუძებნეთ და გამოიყენეთ სახლის თითოეული სანტიმეტრი
  • აირჩიეთ მულტიფუნქციური და ტრანსფორმირებადი ავეჯი
  • თუკი თქვენი საცხოვრებელი მაღალჭერიანია, თავისუფლად შეგიძლიათ თვითნებურად გადააკეთოთ და საძილე სივრცე დანარჩენი ოთახისაგან კიბით გამიჯნოთ. კიბისქვეშა სივრცე კი კარადებისთვის, სამუშაო მაგიდისა ან სულაც სამზარეულოსათვის გამოგადგებათ
  • შეიძინეთ ავეჯი, რომელსაც სათავსოები აქვს – ასეთი ავეჯი დამატებითი კარადების საჭიროებისაგან გაგათავისუფლებთ
  • თუკი სახლში კიდე გაქვთ, აუცილებლად გამოიყენეთ მისი უჯრედები სათავსოების ან წიგნების თაროების მოსაწყობად – ეს დაზოგავს სივრცესაც და ამავდროულად სახლის დიზაინს განსაკუთრებულ ელფერსაც შესძენს.

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები