ჯემალ ქარჩხაძე – “სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე”

„საერთოდ არაა ცნობილი, თუ სად, როდის და რატომ იბადება სიყვარული, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი, ვინც წარმატებულად დაშლის სიყვარულს შემადგენელ ნაწილებად და მის მექანიზმში გაერკვევა.

ეს არის ცხოვრება.
მთელი სიცოცხლე ლიანდაგზე მიდიხარ და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობ. 

ხან ერთ მხარეს გადაგძლევს რაღაც ძალა, ხან მეორე მხარეს, ხანდახან ძლიერი ქარი დაუბერავს და რა მაგარი ბიჭიც არ უნდა იყო, მაინც გადაგაგდებს ლიანდაგიდან. მერე, ქარი რომ მიწყნარდება, ისევ ადიხარ და ისევ ცდილობ, წონასწორობა შეინარჩუნო.
ხანაც ჩუმად მიიხედ-მოიხედავ და რომ დარწმუნდები, არავინ გიყურებს, სწრაფად გადმოხტები ლიანდაგიდან და ერთ მოზრდილ მონაკვეთს ასე გაივლი”

13 მაისს, ვანის რაიონის სოფელ უხუთში, დრამატურგი და ესეისტი სჯემალ ქარჩხაძე დაიბადა.

მას ეკუთვნის ისეთი ცნობილი მოთხრობები და რომანები, როგორიცაა: „იგი“, „ანტონიო და დავითი“, „ზებულონი“, „განზომილება“, „ქარავანი“ და „იუპიტერის სინანული“. ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება მრავალ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ჩეხურ, გერმანულ, შვედურ, რუსულ და არაბულ ენებზე.

ქართველი მწერალი დაკავებული იყო მთარგმნელობითი საქმიანობითაც. მას ნათარგმნი აქვს ჰალდორ ლაქსნესის „ატომის სადგური“, ლიონ ფეიხტვანგერის „ცრუ ნერონი“, რადიარდ კიპლინგისა და ძმები გრიმების ზღაპრები. ქარჩხაძე ასევე გახლავთ მრავალი სტატიის ავტორი, რომელიც სრულად და უცვლელი სახითაა გამოცემული ცალკე წიგნად.

1999 წელს ჯემალ ქარჩხაძეს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, ხოლო 2007 წელს ქალაქ თბილისის საკრებულოს ლიტერატურული პრემია „გალას“ გადაცემის ცერემონიაზე წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნად მწერლის „მოთხრობების სრული კრებული“ დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები