ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან პლატფომაზე საქართველოს შესახებ სტატია გამოქვეყნდა
ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან ინტერნეტ- პლატფორმაზე – “Voice of Diplomacy”-ის გამოქვეყნდა ვრცელი სტატია სათაურით “საქართველო – ღვინის სამშობლო და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ადგილი”.
აღნიშნულ ინტერნეტ-პლატფორმას ყოველდღიურად ასობით ათასი ვიზიტორი ჰყავს.
ვრცელ სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული ღვინის ისტორიას, მისი დაყენების საუკუნოვან ტრადიციასა და არსებულ პოტენციალს. გარდა ამისა, გამოცემა მკითხველს ტურისტული მნიშვნელობის სხვადასხვა ობიექტსაც აცნობს.