ყოველი გაყიდული ნიღბიდან 1 ევრო ქველმოქმედებისათვის – ქართველი ემიგრანტის ინიციატივა
ტესა პატაშური გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია, რომელიც სხვადასხვა ნატურალური ნაჭრისაგან სამედიცინო ნიღაბს კერავს. ყოველი გაყიდული ნიღბიდან კი 1 ევრო ქველმოქმედებაში იხარჯება. სწორედ ასე დაეხმარა ემიგრანტი საქართველოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოხუცს.
“მინდა, ისევ შეგახსენოთ ჩემი პირბადის ამბები. ალბათ იცით, რომ გაყიდულიდან თითო ევროს მოვახმარდი ქველმოქმედებას.
აი, ეს ბებო გავახარეთ იმ 70€თი, რაც თქვენი წყალობით აგროვდა.
თანხა გადავრიცხე ემიგრანტი +1 ში. პირბადეები ისევ მაქვს და თუ სურვილი გექნებათ კიდევ სხვა ადამიანების დახმარების, სიამოვნებით მოგემსახურებით…
მე ვკერავ ,თქვენ იძენთ და ერთად გაჭირვებულ ხალხსაც ვეხმარებით”- წერს ემიგრანტი