კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 207-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23, ჯამში კი უკვე 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5320 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 548.
1 მაისის მონაცემებით, საქართველოში ვირუსის 566 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 6, სამწუხაროდ, ლეტალურად დასრულდა.