თბილისის ურბანული ცვლილებები – ეროვნული არქივის ონლაინგამოფენა
გამოფენა „თბილისი – ურბანული ცვლილებები“ 2017 წლის 22 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა. ექსპოზიცია მიმოიხილავდა მეოცე საუკუნეში თბილისში მიმდინარე განაშენიანების პროცესების მთავარ მომენტებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ხილვა დამთვალიერებლებს ამჯერად ონლაინ-რეჟიმში შეუძლიათ, გამოფენის ნახვა ეროვნული არქივი ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი.