დავით აღმაშენებლის მონეტა ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმის ონლაინგამოფენაზე მოხვდა

ბრიტანეთის მუზეუმი ტვიტერის გვერდზე დავით აღმაშენებლის უნიკალურ მონეტას აქვეყნებს, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე #ბრიტანეთისაქართველო2019 სეზონის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იყო წარმოდგენილი.

ეს არის ერთადერთი შემორჩენილი მონეტა დავით აღმაშენებლის გამოსახულებით, რომელიც შექმნილია მისი მეფობის პერიოდში (1089-1125).

გამოფენის ხილვა სპეციალურად შექმნილი ციფრული ონლაინ პლატფორმის საშუალებით შეგიძლიათ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების გამო, მსოფლიოს მასშტაბით ბევრმა დაწესებულებამ მიიღო გადაწყევტილება, მუშაობის დისტანციურ/ონლაინ რეჟიმზე გადასულიყვნენ. მალევე წამყვანმა მუზეუმებმა შექმნეს სპეციალური პლატფორმა და ექსპონატების ონლაინ სივრცეში გამოფენა დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები