ქართველი მამაკაცი დიუსელდორფის თავშესაფართან მოხუცების გასამხიარულებლად კონცერტებს მართავს (ვიდეო)
“მამუკა მანჯგალაძე, არაჩვეულებრივი მომღერალი,პირადად არ ვიცნობ, თუმცა მისი შემოქმედების დიდ გულშემატკივარი ვარ!. ახლა კი მისი ნამღერი ჩემთვის განსაკუთრებული იყო, ის მოხუცთა თავშესაფართან უმღერის ამ ადამიანებს, რომელთაც სხვისი ყურადღება ძალიან სჭირდებათ…საოცარი გრძნობით მღერის, თითქოს ამ მოხუცების ესმის… ეს ძალიან დასაფასებელია, ის არ არის მხოლოდ მომღერალი, ის ასევე ზრუნავს ადამიანებზე…” – ასე ეხმაურებიან სოციალურ ქსელში გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, მამუკა მანჯგლაძის ვიდეოს.
საქმე ისაა, რომ მუსიკოსი გერმანიის ქალაქ დიუსელდოფში, მოხუცთა თავშესაფართან კონცერტებს მართავს და ცდილობს, ასე გაამხნეოს და გაამხიარულოს თავშესაფარში მყოფი ადამიანები.