როცა ყველა სახლში რჩება
ბოლო რამდენიმე კვირის მთავარი მოწოდება – #დარჩისახლში, ბევრი ადამიანისათვის შთაგონების წყაროდ იქცა. კარანტინით ინსპირირებული საინტერესო და მხიარული ვიდეოები, კულინარიული გამოწვევები და ახლა უკვე ფოტოპროექტებიც იმისათვის, რომ ცოტა ხნით ყურადღება მსუბუქ თემებზე გადავიტანოთ.
“ქართლის დედა, დავით აღმაშენებელი, შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ვახტანგ გორგასალი, მოყმე, მზეჭაბუკი, გიორგი სააკაძე, ბორის პაიჭაძე, რონალდ რეიგანი, კაი ბიჭის შეყვარებული – ყველა რჩება სახლში, #დარჩისახლში შენც” – ასეთია მოწოდება ახალგაზრდებისა, რომლებმაც დედაქალაქიდან ცნობილი ძეგლები გააქრეს და ისინი “შინ გამოკეტეს”.
ლევან აბაშიძისა და დავით თაბაგარის საინტერესო და სახალისო ნამუშევრები: